საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს მოქლაქეების დაკავების მიზეზი სავარაუდოდ მათ არალეგაურ ყოფნას უკავშირდება.
როგორც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, იტალიაში საქართველოს საკონსულო უკვე დაინტერესდა რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება და ხომ არ დარღვეულა დაკავებულების უფლებები.
„ამ ეტაპზე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდოდ საუბარია არალეგალურად მყოფ პირებზე, რომელთა დეპორტაციასაც ალაბათ დამკვებელი მხარე მოითხოვს", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცლებული ინფორმაციით, იტალიაში მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება. მათ ქალაქის ცენტრში ტანსაცმლის მაღაზიებში ქურდობის რამდენიმე ფაქტი უკავშირდებათ, რომელიც სულ დაახლოებით 700 ევროს ნაქურდალს შეიცავს.
ასევე, იტალიაში 5 ქართველის დაკავება მოხდა. ქალაქ ბარის პოლიციამ კონტროლის დროს 4 ქალი და ერთი მამაკაცი დააკავეს. ისინი იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ. დაკავებულები რომში საემიგრაციო განყოფილებაში გადაიყვანეს. რომის პრეფექტის გადაწყვეტილებით, ქართველებმა იტალიის ტერიტორია ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.