სტატიის თანახმად, აშშ-მა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ამ მცდელობაში დაეხმარება.
"ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია, იგი შეიძლება ისეთ ქვეყნებში გაკეთებულიყო, რომლებშიც დემოკრატიისა და თავისუფლების სხვადასხვა დონეა. კითხვა იმაში მდგომარეობს, იცის თუ არა როგორ, ან შუძლია თუ არა აშშ-ს საქართველოში, და სხვა მსგავს ქვეყნებში, არჩევნები უფრო სამართლიანი გახადოს", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სტატიის მიხედვით, ისიც დასაშვებია, რომ აშშ-ს სულაც არ უნდა კარგი არჩევნები საქართველოში და ასეთი განცხადება მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ აშშ-სგან ყველა ამას მოელოდა.
"თუმცა, ალბათ ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც თავისუფალი არჩევნების ჩატარება და უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ აშშ-მ თავისი ინტერესები გაატაროს. ამერიკას მიზნად საქართველოს ნატოში გაწევრიანება აქვს დასახული და ამ არეულ რეგიონში საქართველოს, როგორც ამერიკის სტაბილური მოკავშირის როლის განმტკიცება, ბევრად უფრო იოლი იქნება, განსაკუთრებით ევროპის თვალში, თუ ქვეყანა დაამტკიცებს, რომ იგი დემოკრატიისკენ მიიწევს", - აღნიშნულია სტატიაში, რომელიც The Faster Time-ში გამოქვეყნდა.
მიტჩელის აზრით, აშშ-ს, მათ ევროპელ და სხვა დემორატიულ მოკავშირეებს ორი მთავარი მიდგომა აქვთ იმისათვის, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ანუ ქვეყნებში, სადაც არც დემოკრატიაა, არც ტოტალიტარზიმი და რომლებიც დასავლეთსაც არ ემტერებიან, საარჩევნო გარემო გამოსწორდეს.
"პირველი არჩევნების მონიტორინგია. მეთოდები და ინსტიტუციები, რომლებიც არჩევნების მონიტორინგისთვის გამოიყენება, პროფესიონალური და დახვეწილია. მათი მეშვეობით არა მხოლოდ იმის განსაზღვრა შეიძლება თუ რა დონზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, არამედ კონკრეტული არჩევნების სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენაც შესაძლებელია. თუმცა, ამ ორგანიზაციებს მხოლოდ არჩევნების მონიტორინგის უფლება აქვთ, ხოლო ჩარევისა და გამოწორების საშუალება - არა. მარგამ ხშირად საერთაშორისო, თუ შიდა მონიტორინგის ჯგუფებისთვის, რომლებსაც დასავლეთის დონორები აფინანსებენ, მთავარი მიღწევა ისაა, რომ დაადგინონ კარგად ჩატარდა არჩევნები თუ არა. ხშირ შემთხვევაში ეს ორგანიზაციები ადასტურებენ იმ სურათს, რომელიც არჩევნებამდეც კარგად იყო ცნობილი, ან დოკუმენტურად აღნუსხავენ იმას, თუ რეალურად რამდენად ცუდად ჩატარდა არჩევნები, რომელთა ცუდად ჩატარებასაც ისედაც ელოდნენ. მეორე მომენტი კი ტექინკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც არჩევნებს ატარებს. მაგალითად, აშშ-ს განცხადებას საქართველოს თაობაზე ის დაპირება მოჰყვა, რომ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ამომრჩეველთა სიის დასაზუსტებლად აშშ 1 მილიონ დოლარს დახარჯავს. მსგავსი პროექტები სხვადასხვა ქვეყნებში ტექნიკურ საკითხებზე ახდენს ფოკუსირებას, ისეთებზე, როგორიცაა მარკირების მელნით უზრუნველყოფა, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთების შესყიდვა ან საარჩევნო კანონის გადახედვის თაობაზე გამართული, უსასრულო დისკუსიების დაფინანსება. ამ ორი მიდგომის მინუსი ისაა, რომ ისინი ისეთი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ, რომლებიც ხშირად ძალიან თვალში საცემი არ არის და გარდა ამისა, ცდილობენ ტექნიკური გადაწყვეტა მოუძებნონ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში, ძირითადად ტექნიკური კი არა, პოლიტიკურია", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, მიტჩელი აღნიშნავს, რომ საქართველოს მგავსი ქვეყნებისთვის სამართლიანი არჩევნების ჩასატარლად მთავარი წინაღობა არც სუსტი ამომრჩეველთა სია და არც ხარისხიანი საარჩევნო დანადგარების უკმარისობაა, თუმცა ზოგი ქვეყნისთვის ხადახან ესეც პრობლემას წარმოადგენს.
"საქმე ისაა, რომ მთავრობები ხშირად მზად არ არიან ისე წარმართონ არჩევნები, რომ არჩევნებში მათი დამარცხების შესაძლებლობა გაჩნდეს. შესაბამისად ტექნიკური პროლემების მოგვარებას, მსგავს ქვეყნეში არჩევნების სამართლიანობაზე მხოლოდ მცირედი გავლენა თუ ექნება. მაგრამ ქვეყნები ამგვარ დახმარებას ითხოვენ, რადგან მათი დაფინანსება და რეალიზება იოლია და იშვიათად თუ შეუქმნის პრობლემებს ქვეყნის მთავრობას არჩევნების მოგებაში. გაურკვეველია შეუძლია თუ არა აშშ-ს არჩევნების სამართლიანობის დონეზე ზეგავლენის მოხდენას ქვეყნებში, სადაც ფესვგადმული ნახევრად დემოკრატიული ან ნახევრად ავტორიტარული რეჟიმებია, მაგრამ აშკარაა, რომ პრობლემისადმი ამჟამინდელი მიდგომა საკმარისი აღარაა. ქვეყნების უკეთესი არჩევნებისკენ მისამართად აუცილებელი მეთოდები ახალა უკვე მხოლოდ საარჩევნო სიების დახვეწითა და სხვა მოწინავე ტექოლოიგიური ტაქტკით ვეღარ შემოიფარგლება. შედგებისათვის ახლა უკვე კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლაა საჭირო. უნდა მოინდომონ და საქვეყნოდ მოუწოდონ უცხოელ ლიდერებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ; უფრო ხშირად უნდა ჩაერიონ პროცესებში, თუ მთავრობა წინა საარჩევნო პერიოდში ზეწოლას ახდნეს. ასეთი პოლიტიკის გატარება მოკავშირე ქვეყნებში ძალიან რთულია. მაგალითად ნაკლებ სავარაუდოა, რომ აშშ-ს მთავრობა (ვაშინგტონში ან თბილისში) თავის დახმარებას საქართველოსადმი, ქვეყნისადმი, რომელსაც 1.000 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას დაუკავშირებს. ისიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამერიკის მოკავშირეების ლიდერებს საქვეყოდ დატუქსავენ მაგალითად იმისთვის, რომ ოპოზიციის აქტივისტებს აპატიმრებენ, ან ოპოზიციის მხარდამჭერებს ემუქრებიან. მაგრამ თუ აშშ ამ ზომების გატარებას არ მოინდომებს, მისი შესაძლებელობები ქვეყანაში უკეთესი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ძალზედ შეზღუდული იქნება",- აღნიშნულია სტატიაში.