იტალიაში მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება. მათ ქალაქის ცენტრში ტანსაცმლის მაღაზიებში ქურდობის რამდენიმე ფაქტი უკავშირდებათ, რომელიც სულ დაახლოებით 700 ევროს ნაქურდალს შეიცავს.
ასევე, იტალიაში 5 ქართველის დაკავება მოხდა. ქალაქ ბარის პოლიციამ კონტროლის დროს 4 ქალი და ერთი მამაკაცი დააკავეს. ისინი იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ. დაკავებულები რომში საემიგრაციო განყოფილებაში გადაიყვანეს. რომის პრეფექტის გადაწყვეტილებით, ქართველებმა იტალიის ტერიტორია ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.
"საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია 5 საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ, ისინი დაკავებულები გახლავთ არალეგალურად ყოფნისთვის იტალიის ტერიტორიაზე. ისინი რომში სადეპორტო დაწესებულებაში იყვნენ გადმოყვანილები", - განაცხადა საქართველოს კონსულმა იტალიაში, ვახტანგ ანდღულაძემ.