საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან. პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასეხელებს.
ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც დაკავებული პირი ხელმძღვანელობდა, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში მოქმედებდა.
ეჭვმიტანილს ინტერპოლი ფულის გათეთრებისა და მკვლელობის ბრალდებით 2009 წლიდან ეძებდა. 51 წლის კანონიერი ქურდი ათენთან ახლოს დააკავეს. დაკავებულია მისი 36 წლის მცველიც, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. კრიმინალური ავტორიტეტი ძვირადღირებულ სასტუმროში ყალბი საბუთებით ცხოვრობდა. ნომერში სამართალდაცველებმა პისტოლეტი და მჭიდი 10 ვაზნით ამოიღეს.