დღეს, 20 იანვარს, რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ სასამართლოს მიმართა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, რუსთავის მედიის მართვის კომპანია სარჩელში ილია კაკაბაძის ქონების დაყადაღებას მოითხოვს.
„კომპანიამ სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ- სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მაესტროს ყოფილი დირექტორის ილია კიკაბიძის მიერ შპს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიისათვის" მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მოთხოვნას წარმოადგენს ყადაღის დადება ილია კიკაბიძის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, კერძოდ მის წილზე შპს. „იგრიკა"-ში", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.