2010 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში მომხდარი გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული თორნიკე გიგოლაშვილი აიყვანეს.
ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში იძებნებოდა. მკვლელობა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. გიგოლაშვილმა 22 წლის გიორგი კენჭაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.