შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და პოლიციის შესაბამისი დანაყოფის მიერ ერთობლივად, პოლიციისათვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დააკავებულ იქნენ 1974 წელს დაბადებული ვიტალი ომაძე და 1972 წელს დაბადებული იოსებ ხუბულაშვილი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, ბრალდებულები რუსების მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიიდან, კერძოდ ცხინვალის რეგიონიდან, დროებითი ადმნისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის გზით ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოეტანათ სხვადასხვა დასახელების ავტომანქანის აღურიცხავი სათადარიგო ნაწილები.
დაკავებული პირები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 27, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით და 18, 3222-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მოქმედი კანონდებლობა ითვალისწინებს 4-6 წლმდე თავისუფლების აღკვეთას