შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის სიმონ ბეჟიტაშვილი.
2012 წლის 13 იანვარს აღნიშნული პირი თანასოფლელ ზაზა იუკურიძესთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზე, სამუხის საძოვრებზე, საქონლის სამწყემსად იყო გასული. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ზაზა იუკურიძეს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სიმონ ბეჟიტაშვილი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლით.