ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით რუსეთის ქალაქ სამარაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 21 წლის მამაკაცი, უზბეკ მეგობართან ერთად, თავს ტაქსის მძღოლ ქალს დაესხა. მათ ქალბატონს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან ოქროს სამკაული და მობილური ტელეფონი გაიტაცეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს. საქმეს ახლა სამარის ოლქის სასამართლო განიხილავს.