ქართველმა მესაზღვრეება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არმენ გასპარიანი დააკავეს. როგორც შს სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია იუწყება, გასპარიანმა 2012 წლის 14 იანვარს, სომხეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.