ყაზბეგის გამზირზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაჭრილია 24 წლის გიგი ხოჭოლავა.
ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირმა მას რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ხოჭოლავას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა რამდენიმე ადგილზე აქვს მიყენებული.
დაჭრილს გვიან ღამითვე გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ექიმების თქმით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.