2 იანვარს თბილისში, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე გახსნილია. სამართადამცავებისთვის უკვე ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობა ვინც ახალგაზრდები ჩაცხრილა. პოლიციამ ინფორმაცია რამდნეიმე წუთიწ წინ გაავრცელა. ისინი 23 წლის გიორგი შენგელიას ეძებენ, რომელსაც მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მოუვიდა ნადირაძესთან და მის მეგობრებთან კამათი. დაპირისპირება ფიზიკური შეურაცხყოფამდე გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით შენეგლია კორკოტაშვილს ბინასთან რამდენიმე საათი ელოდა. სახლთან გამოჩენისთანავე მან გაუხსნა ცეცხლი რის შემდეგაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნადირაშვილი და მძიმე იყო კორკოტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გიორგი შენგელიას სამართალდამცავები განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ეძებენ.
ცნობისთვის, 2 იანვარს მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ გიორგი ნადირაძე რამდნეიმე დღეში გარდაიცვალა. ვაჟა კორკოტაშვილი კი ამჟამად სახლშია გადაყვანილი და მკურნალობს.