14 იანვარს კახეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევა გახსნილია. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიმონ ბეშიტაშვილი უკვე დააკავეს. მან ზაზა იუკურიძეს სანადირო თოფით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.
"იმედის" ინფორმაციით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, მართვით სუნთქვზე გადაყვანასაც არ გამორიცხავენ.
შემთხვევა დედოფლისწყაროში მაშინ მოხდა, როცა ისინი ცხვარს მწყემსავდნენ.
შელაპარაკება ძაღლის ლეკვზე წამოწყებულ დავას მოყვა. დანაშაულის დამალვის მიზნით, დამნაშავემ 20 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილიდან, ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დატოვა, რის გამოც დაჭრილის დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაყვანა მეორე დღეს მოხერხდა. მდგომარეობის დამძიმების გამო პაციენტის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.