ბიშკეკში საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გატაცებაში ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულები არიან და ისინი ქართველი ბიზნესმენის პარტნიორები არიან.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავად საქართველოს მოქალაქის განცხადებით მას თავის პარტნიორებთან დაპირისპირება არ ჰქონია.
საქმე გატაცებაზე მას შემდეგ აღიძრა, რაც საქართველოს მოქალაქე ქალბატონმა პოლიციას მისი თანამემამულის გატაცების შესახებ აცნობა. საქმეში თავიდანვე სამი გამტაცებელი ფიგურირებდა.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ამჟამად გათავისუფლებულია, თუმცა ყირგიზული მედია არც მის და არც გამტაცებლის ვინაობას არ ახმაურებს.