ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე ორი შეიარაღებული პირი მერაბ ჭანიშვილის ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღები სახლში გვიან ღამით შევიდნენ.
მერაბ ჭანიშვლი და მისი მეუღლე მოსკოვიდან ოზურგეთში დედის დაკრძალვისათვის იყვნენ ჩამოსულები. ყაჩაღები ცოლ-ქმარს თავს საძინებელში შეუვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გატაცებულია ფული.
ხმაურზე მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცავების მისვლამდე შეიარაღებული თავდასხმელები გაიქცნენ. მათ დასაკავებად გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები