თურქეთში საქართველოს სამმა მოქალაქემ ტყავის ქურთუკების მაღაზიის ძარცვა სცადა, თუმცა ისინი ადგილზევე დააკავეს.
თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, დავით მეტრეველმა, ტარიელ მაისურაძემ და დავით ჭულუხაძემ ნაძარცვი ტყავის ქურთუკების გატანა სავაჭრო ცენტრიდან ფოლგით შეფუთული ჩანთებით სცადეს. ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და დაცვამ დააკავა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფოლგას ქართული კრიმინალური ჯგუფები ძარცვისთვის ხშირად იყენებდნენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს სამი მოქალაქე 1600 დოლარის ღირებულების ნაწარმს იპარავდა. მათ თურქულ ციხეში ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.