გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში 52 წლის ალექსანდე გიგუაშვილი საკუთარმა მამამ გულ-მკერდის არეში ნაჯახით დაჭრა. საპასუხოდ, შვილმა მამას დანა ჩაარტყა. დაშავებულები გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ალექსანდე გიგუაშვილი მშობლების სანახავად იყო მისული. ინციდენტის დროს მამა-შვილი ნასვამები იყვნენ. ალექსანდრე გიგუაშვილის თქმით, მამამისი მას ნაჯახით მოულოდნელად დაესხა თავს. მამა კი ამბობს, რომ ნაჯახით შვილისგან თავს იცავდა.
„ორივე პაციენტს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა გულ-მკერდის და თავის არეში აღენიშნებოდა. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ და ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს დაკვირვება", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ღვინიაშვილმა.
საქმეს გურჯაანის პოლიცია იძიებს.