2004 წლის 12 მაისს მომხდარ მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა 27 წლის ვასილ ხვედელიძე დააკავეს, რომელმაც 8 წლის წინ ორი ადამიანი მოკლა.
გამოძიების ინფორმაციით მკვლელობის მიზეზი სიტყვიერი შელაპარაკება გახდა, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპისირპირებაში გადაიზარდა და ბოლოს მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილებს ჯონი ჯანელიძეს და ვალერი ჟორჟოლიანს, გამოძიების ინფორმაციით სხეულზე დაზიანება დანით სხვადასხვა ადგილზე აქვთ მიყენებული.
ინციდენტის დროს დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. ვალერი ჟორჟოლიანი საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ დაიღუა, მეორე ჯონი ჯანელიძე კი იმავე ღამეს რამდნეიმე მეტრის მოშორებით გარდაცვლილი იპოვეს.