რუსთავის სავადმყოფოს სამედიცინო არაეფექტურ მომსახურეობასა და თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. 23 წლის ვახტანგ ოჩხიკიძემ სამედიცინო დაწესებულებას სხეულის მრავლობითი დაზიანებით გასული წლის ნოემბერში მიმართა, სადაც მას გულის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა,
როგორც დაზარლებულის ოჯახის წევრები აცხადებენ პაციენტს ქვედა კიდურის ოპერაციაც ჭირდებოდა, რომელიც მკურნალმა ექიმმა არ გაუკეთა.რის გამოც ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა უმძიმესია და მას 2 სასწრაფო ოპერაცია ესაჭირობა. დაზარალებულის ოჯახმა ჯანდაცვის კონტროლის სამსახურს განცხადებით უკვე მიმართა. აღნიშნულ საკითხს ექიმთა პროფესიონალთა საბჭო შეისწავლის. დასკვნის შემდეგ გამორიცხული არაა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.