იტალიაში 51 წლის ყოფილი ქართველი სამართალდამცველი მოკლეს. მკვლელობა ქალაქ ბარის მთავარ მოედანზე მოხდა. რევაზ ჭურაძე ამანათების საწყობში მუშაობდა. თავდასხმა მის ოფისთან განხორციელდა.
იტალიელი სამართალდამცველების ინფორმაციით მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე რევაზ ჭურაძემ საკუთარ ოფისთან საეჭვო პირი შეამჩნია და გაქცევა სცადა, თუმცა მკვლელმა მიზანში ამოღება მაინც მოასწრო. გასროლა ახლო მანძილიდან 7 კალიბრიანი იარაღიდან განხორციელდა. რევაზ ჭურაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ადგილზე სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.
მკვლეობას თვითმხილველებიც ჰყავს, თუმცა მათ თავდამსხმელი ვერ შეამჩნიეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ მკვლელს გარდაცვლილი კარგად იცნობდა და მასთან საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდა. იტალიის პოლიციის ვერსიით რევაზ ჭურაძის მკვლელობა მის ბიზნესს უკავშირდება, რადგან სამართალდამცავებმა მის ამანათების საცავში მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინეს. რევაზ ჭურაძე უკვე რამდენიმე თვეა კანონდარღვევის გამო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
სახლში ჩხრეკისას საქართველოს სხვა მოქალაქეების პასპორტები და ფოტოებიც აღმოჩინეს. სამართალდამცავების ყურადღება ერთმა ფოტომ მიიპყრო, სადაც ჭურაძის მეგობარი ხელს რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს ართმევს.
იტალიელი სამართალდამცავების ინფორმაციით ქალაქ ბარში სავარაუდოდ ქართველების მიერ ჩამოყალიბებული იყო კავშირი, რომელიც ხალხს ათასობით დოლარის გადახდას აიძულებდა და ეს თანხა უმბერტოს სახელობის სკვერში არსებულ ოფისში უნდა მიეტანათ. იტალიური მედიის ვარაუდით ამ კავშირს ჭურაძე წლებია ხელმძღვანეობდა და სავარაუდოდ, მკვლეობაც ამ კავშირზე გაბრაზებულმა საქართველოს მოქალაქეებმა მოაწვეს.