შსს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული გიორგი ლაშქარაშვილი დააკავეს, რომლმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1994 წელს დაბადებული სანდრო დალაქიშვილს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს გიორგი ლაშქარაშვილს, აბაშიძის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ პირებთან და დანის გამოყენებით მუცლის არეში დაჭრა 1994 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 19-108 მუხლებით.