შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) მცირე ზომის გემით დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქები ნუგზარ კალანდია და გიორგი ლაგვილავა დააჯარიმეს.
ორივე მოქალაქეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად 300-300 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.