დაკავებულია ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ნიკა თევზაძე. დაკავების სავარაუდო მიზეზად კონტროლის პალატის შემოწმება სახელდება.
სავარაუდოდ, დაკავება ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება. სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, სამსახურში ნიკა თავზაძე ბოლოს გუშინ იმყოფებოდა.
ნიკა თევზაძე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რომელიც აჭარის ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარება, 10 წელია ხელმძღვანელობს.