წყალტუბოში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა, სადაც პოლიციის 80 თანამშრომელი იმუშავებს. აღნიშნული პოლიციის სამმართველო მოემსახურება წყალტუბოს რაიონის 18 სოფელს.
შენობის გახსნას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი ივანე მერაბიშვილი და მხარის გუბერნატორი, ბატონი ლაშა მაქაცარია.
2010-2011 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში 71 პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა და ამოქმედდა. ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში მოქმედებს 21 პოლიციის ახალი შენობა, რომლებიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭირვალე.