შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა თბლისში, შანიძის ქუჩაზე. ორი დაჭრილი ახალფაზრდა ვაჟა კორკოტაშვილი და გიორგი ნადირაძე მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მათ მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ, თუმცა ნადირაძის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგაც კრიტიკულია. ინციდენტი 2 იანვარს მოხდა.
როგორც presa.ge ტელეკომპანია "რეალ-ტვ"-ზე დაყრდნობით წერს, ვაჟა კორკოტაშვილი გია კორკოტაშვილის (კორკოტა) ვაჟია.