ავარია მოხდა თბილისში მარჯვენა სანაპიროზე. ბარათაშვილის ხიდთან მერსედესის მარკის ჯიპი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურებიც.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, ავტომობილში მყოფი ხუთივე მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.