2012 წლის 1 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შემჩნეული იქნა, რომ ნუცუბიძის ქუჩის #93-ში მდებარე ტელეკომპანია მაესტროს ეზოდან, ავტომანქანის მეშვეობით ხდებოდა სხვადასხვა ნივთების გატანა.
როგორც საქართველოს შს სამინისტრო იტყობინება, პოლიციის თანამშრომლებმა იმ მოტივით, რომ შეიცავდა თუ არა აღნიშნული ქმედება დანაშაულის ნიშნებს სცადეს ავტომანქანის გაჩერება და გადამოწმება, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას და გაქცევის მიზნით მოახდინა პოლიციის ავტომანქანაზე შეჯახება.
აღნიშნული ავტომანქანა დაკავებული იქნა პოლიციის მიერ. საქმეზე ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.