პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 63 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებს.
შეწყალების კომისიამ 73 პატიმრის საქმეზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია.
ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"სულ 139 სრულწლოვანი და 5 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმე იყო განხილული, საიდანაც დადებითი რეკომენდაცია 73 პატიმრის საქმეზე გაიცა", - აღნიშნა სახალხო დამცვლემა გიორგი ტუღუშმა და აქვე დასძინა, რომ შეწყალებუთა შორის 10-ს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო დანარჩენი პატიმრები განთავისუფლდებიან.
მისივე ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 15 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.