შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 29 წლის პაატა ფილიშვილი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, 2011 წლის 23 დეკემბერს, აღნიშნული პიროვნება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ესტუმრა ყოფილი მეუღლის ბიძას, სიმონ გოგინაშვილს და სთხოვა მასთან ღამის გათევა. ამ უკანასკნელმა მას უარი უთხრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდგომ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფილიშვილმა ფიზიკური ძალადობითა და თავის არეში მუშტების მრავალჯერადი ჩარტყმით მოკლა სოლომონ გოგინაშვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით.