ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, მორიგი შეტევა განხორციელდა „ქართუ ჯგუფ"-ზე. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრესსამდივნოდან აცნობეს, რამდენიმე საათის წინ სოფელ ბორითში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ხარაგაულის გამგეობის წარმომადგენლები შეიჭრნენ და ასოციაცია „ატუ"-ს თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს.
"სასწრაფო სამედიცინო ცენტრს სოფელ ბორითში „ატუ" აშენებდა და ის გასახსნელად უკვე მზად იყო. ამ ეტაპზე სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე კვლავ ხარაგაულის გამგეობის წარმომადგენლები არიან და „ატუ"-ს მუშა პერსონალს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ", - იუწყება ივანიშვილის პრესსამდივნო.