იტალიაში სამი ქართველი დააკავეს. ისინი ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. იტალიელმა სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად მათი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური ხელსაწყოები ამოიღეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბინების ძარცვის დროს იყენებდნენ.
საქმეს იტალიის პროკურატურა იძიებს, მიმდინარეობს დაკავებულთა იდენტიფიცირება. სპეცოპერაცია იტალიელმა სამართალდამცველებმა სამი დღის წინ პულის რეგიონში ჩაატარეს.
იტალიაში საქართველოს კონსულის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში სპეცოპერაციების სერია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და დაკავებულთა შორის მოხვდნენ სწორედ საქართველოს ეს მოქალაქეები, რომელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.