საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, ხოლო ბიძინა ივანიშვილს - არა, ივანიშვილის ადვოკატები გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხევდელიძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.
"არ დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საფუძვლის გამო. სამართლებრივი საფუძველი ერთ შემთხევვაშიც და მეორე შემთხვევაშიც იყო ერთი და იგივე. 40 მუხლი იყო დარღვეული, რომლის საფუძველზეც სასამართლოს სრულად ჰქონდა უფლება დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში გადაწყვეტილება აბსულუტურად პოლიტიკურია, გავსაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში, მას შემდეგ რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდება", - განაცხადა თადუმაძემ.
მისი თქმით, არსებობს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის სხვა გეგმაც, რომელზეც ადვოკატები მუშაობენ. თადუმაძე აღნიშნიულ გეგმაზე დაწვრილებით საუბრისას თავს იკავებს.