თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქრისტიან-დემოკრატების" და ვანის მოსახლეობის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანა 2 კვირით გადადო.
29 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ვანის რაიონში ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. კერძო პირს, რომელსაც საძოვრები მფლობელობაში გადაეცა და მოსარჩელეებს მოსამართლემ მორიგებისკენ მოუწოდა. მოსარჩელეები თანახმა არიან გადაუხადონ მესაკუთრეს საფასური და მიწა კვლავ საძოვრებად გამოიყენონ.
ვანის საკრებულოს წევრი, „ქრისტიან-დემოკრატი" დათო ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მორიგება ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან პირუტყვის გამოსაკვები ალტერნატიული ადგილი რაიონში არ არსებობს.