საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა და ბათილად იცნო პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც ხვედელიძეს მოქალაქოება ჩამოერთვა.
რაც შეეხება ივანიშვილს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგა და პრეზიდენტის 11 ოქტომბერს გამოცემული აქტი ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ძალაში დარჩა.
მოსამართლე შოთა გეწაძემ დღეს გამართულ სასამართოს სხდომაზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წაიკითხა.
როგორც ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის 11 ოქტომბრის # 602 ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილისა და მიე მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.