შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ძებნილი, 1949 წ.დ. ნატალია ლომიძე. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინიტრო აღნიშნულთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს.
სსკ-ის მიხედვით, 180-ე მუხლი თაღლითობას ითვალისწინებს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. გამეორების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე. არაერთგზის განხორციელების შემთხვევაში კი ექვსიდან ცხრა წლამდე.