დედოფლისწყაროში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. პოლიცია 1969 წელს დაბადებული იარუჩ ფაშაევს ეძებს, მას ბრალად სოფელ სამთაწყაროსთან მდებარე საქონლის ფერმაში 59 წლის, ალბერტ სამუკაშვილის მკვლელობა ედება.
გარდაცვლილი გამთენიისას ფერმაში მესაზღვრეებმა იპოვეს. ცხედარს წამების ნიშნები აქვს.
ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი საქონელთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.