თბილისში, რუსთაველის გამზირზე 17 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული ივერი გოგიბერაშვილი საზღვრებს გარეთ, უკრაინაში აიყვანეს.
23 წლის ზურა ტარყაშვილი 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ჩაცხრილეს. 23 წლის მოკლულ ახალგაზრდას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთ-ერთი საკონტროლო გასროლის შედეგად.
ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს. მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ კი პოლიციამ დავით რუსიშვილი დააკავა, რომელმაც დანაშაული აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები