დედოფლისწყაროში სოფელ სამთაწყაროში მდებარე საქონლის ფერმაში 59 წლის ალბერტ ცამუკაშვილი წამებით მოკლეს. მას დანით მიყენებული ჭრილობა ყელის არეშიც აღენიშნება.
გარდაცვლილი ფერმაში მესაზღვრეებმა იპოვეს.
მოკლულის ახლობლები სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზად ყაჩაღობას ასახელებენ, თუმცა ფერმიდან მოპარული არაფერია.
დანაშაულის რელუარი მოტივი უცნობია, არ არსებობს ეჭვმიტანილიც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.