საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 25 დეკემბერს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია შეიკრიბება. კომისია საახალწლოდ შესაწყალები პატიმრების შესახებ იმსჯელებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კომისიის თავჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულზე 137 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სრული შეწყალება 111 მსჯავრდებულს შეეხო. 6 მსჯავრდებულს გაუნახევრდა სასჯელი, 18-ს მოეხსნა პირობითი მსჯავრი, ხოლო 2 ადამიანს შეუმცირდა სასჯელის ვადა.