თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა 22 დეკემბერს, 10:00 საათზე გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, "ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას მოითხოვს, რომლის ძალითაც მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოერთვათ".
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით 21 ოქტომბერს მიმართეს.