მოსკოვში ბლოგერი ალექსნდრე ნავალნი და ოპოზიციური მოძრაობა "სოლიდარობის" ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი გაათავისუფლეს. მათ 5 დეკემბრის მიტინგზე პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის 15 დღეღამით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
რუსული მედიია ინფორმაციით, ისინი სხვა და სხვა იზოლატორებიდან გამოუშვეს. განთავისუფლებისას მათ გარეთ უამრავი თანამებრძოლი, მეგობარი და ჟურნალისტი დახვდათ. ასობით ადამიანი კი მათ გამოსვლას ინტერნეთით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.
ილია იაშინს განთავისუფლების შემდეგ გარეთ ბორის ნემცოვი დახვდა.
"მე არ მეშინია", _ განაცხადა ნავალნიმ გათავისუფლებისას, ამ 15 დღეღამემ პატიმრობისა დამარწმუნა, რომ საშიში არაფერი არ არის", _ განაცხადა მან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ ჩატარებული არჩევნები უკანონოა. მისივე თქმით, ოპოზიციური მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ სულ უფრო და უფრო ძლიერდება.
"ჩვენ მანამ გამოვალთ ქუჩებში ვიდრე ჩვენი გონიერი და კანონიერი მოთხოვნები არ შესრულდება", _ აცხადებს ბლოგერი.
შეგახსენებთ, რომ მორიგი საპროტესტო აქცია არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მოსკოვში 24 დეკემბერს იგეგმება. ქალაქის ხელისუფლებამ ოპოზიციას ამ მიტინგის ჩატარების ნება დართო. მიტინგი სახაროვის პროსპექტზეა დაგეგმილი და მასზე დასწრების უფლება 50 ათას ადამიანს აქვს. ნავალნიმ განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ 24 -ში შემდგომ დღეებში გამართულ მიტინგებზე რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს.
მასალის გამოყენების პირობები