დედოფლისწყაროში 21 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შოთა ქადაგიძეს ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
ინცინდენტს ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბის მიზეზი გოგონა გახდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვენიან ჩხუბში ათამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა და ვინ დაჭრა ქადაგიძე ჯერჯერობით უცნობია.
დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა . მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.