ჩინელი ჟურნალისტები საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებში გატარებულ რეფორმებზე ფილმს მოამზადებენ.
დღეს ისინი შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს შეხვდნენ, მასთან ერთად უწყების შენობა, პოლიციის გამჭვირვალე ნაგებობები და რუსთავის მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს, სადაც ერთ სივრცეში მოქცეულ მულტისერვისის სისტემას გაეცნენ.