ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ სცნო. სასამართლომ დააკმაყოფილა "ნორდ-ოსტის" ტერაქტის დროს დაშავებულთა სარჩელი და რუსეთის ხელისუფლებას მილიონ სამასი ათასი ევროს ოდენოთ ჯარიმა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ 2002 წელს დუბროვკის თეატრალურ ცენტრში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია არასწორად დაგეგმა და ჩაატარა, რის გამოც 130 ადამიანი დაიღუპა.
ევროპულ სასამართლოს დაზარალებულებმა 2007 წელს მიმართეს, მოსამართლეთა გადაწყვეტილებით თითოეულ დაზარალებულს რუსეთის მთავრობამ 6 ათასიდან 66 ათას ევრომდე უნდა გადაუხადოს.
2002 წლის 23 ოქტომბერს მიუზიკლ "ნორდ-ოსტის" პრემიერის დროს ტერორისტებმა 900 ზე მეტი მძევალი აიყვანეს. სამი დღის შემდეგ სპეცრაზმმა ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 130 მძევალი დაიღუპა.