მოსკოველი სამართალდამცავები დამნაშავეთა დევნის დროს იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის რაიონული განყოფილების სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
ინციდენტი ღამით მოხდა. პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ მაღაზიის წინ მდებარე ტერიტორიიდამ დიდი სისწრაფით გამომავალი "Volkswagen Passat"-ის მარკის ავტომობილი შენიშნა, მაღაზიასთან ასევე იდგა "ლექსუსის" მარკის ავტომობილი, რომლუს მძღოლმაც პოლიციელებს დაუძახა, რომ "Volkswagen Passat"-ის მარკის ავტომობილში მსხდომებმა მისი ავტომობილი გაძარცვეს. პოლიცია ავტომობილს დაედევნა. დევნის შემდეგ "Volkswagen Passat"-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა გვერდითა საქარე მინიდან "ლექსუსის" მარკის ავტომობილის მძღოლის კუთვნილი პოტრფელი გადმოაგდო, თავად კი საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
"ერთ-ერთი პოლიციელი პოლიციის ავტომობილიდან გადახდა და ბოროტმოქმედების შეჩერება დააპირა მაგრამ მას ბოროტმოქმედებმა ავტომობილი დააჯახეს. პოლიციელმა დაინახა რა რომ ბოროტმოქმედთა ავტომობილი პირდაპირ ქვეითად მოსიარულეებისაკენ დაიძრა ბოროტმოქმედების ავტომობილის საბურავებს ესროლა.
დააკავეს ორივე ბოროტმოქმედი. ისინი აფხაზეთის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.