მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელის განხილვა დღეს მხარეთა კითხვა-პასუხით განახლდება .
წინა პროცესზე, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართა, მხარეებმა სარჩელთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები წარმოადგინეს.
ივანიშვილისა და ხვედელიძის წარმომადგენლები წარმოდგენილი არგუმენტების მიხედვით მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ შეუწყვიტა.
მოპასუხე მხარე კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოქალაქეობა კანონის დაცვით შეუწყდა და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით 21 ოქტომბერს მიმართეს.
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას მოითხოვს, რომლის ძალითაც მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ