"ნარინჯისფერი რევოლუცია არა მხოლოდ შესაძლებელია, იგი აუცილებლად იქნება. სხვა საკითხია თუ როდის? მიმაჩნია, რომ მარტზე უფრო ადრე ეს არ მოხდება. შესაძლებელი ცოტა მოგვიანებითაც. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახლანდელი მიტინგები რუსეთში არაფრის მომტანი არ იქნება. არჩევნების შედეგებს არ გააუქმებენ, ჩუროვს არ დასჯიან და პუტინი მით უფრო არ გადადგება", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რუსეთში მიმდინარე მიტინგების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ რუსმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს გაიღვიძა.
"რუსი ხალხი ბოლოს და ბოლოს დაიღალა იყოს უტყვი შემსრულებელი "ცხოვრების ბატონების", რომლებსაც შეუძლიათ დაუსჯელად სრისონ ისინი გზებზე, წაართვამ მათ ბიზნესი და სიკვდილამდე ურტყან პოლიციის განყოფილებებში", _ აცხადებს ევგენ ციბულენკო.
ამასთან ერთად, ექსპერტის შეფასებით, ახლა რუსეთში ფიქრობენ -მთავარია არ დაუშვან "ნარინჯისფერი რევოლუცია" და ლიბიის სცენატი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
"ამ დროს გასაგები მაინც არ არის, თუ რატომ აყენებენ ამ ორ მოვლენას გვერდიგვერდ. ისეთი საშინელი რა მოხდა განა უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს? მაშინ არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. ფალსიფიცირებული არჩევნები გაუქმდა და ხალხმა თავისი რეალური არჩევანის გაკეთება შეძლო. მხოლოდ ამისათვის მაინც ღირდა მისი მოწყობა", _ აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი და იმასაც აღიარებს, რომ უკრაინაში რევოლუციის ხელმძღვანელებმა ვერ შეძლეს და მისი ნაყოფი ვერ გამოიყენეს იმისათვის, რომ უკრაინაში აუცილებელი ლიბერალური რეფორმები ჩაეტარებინათ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.
"არ შეიძლება დაგვავიწყდეს "ნარინჯისფერი რევოლუციის" უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე - სიტყვის რეალურ თავისუფლებაზე. როგორ არ ცდილობს იანუკოვიჩი გაანადგუროს დამოუკიდებელი პრესა ამის გაკეთებას იგი ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს. სამაგიეროდ წარმატებული რეფორმების ჩატარება მოხერხდა საქართველოში. მთავარი ხომ ისაა, რომ ქვეყანას შანსი მისცე", _ აცხადებს ექსპერტი.
ევრენ ცაბულენკო ასევე იხსენებს, რომ 2004 წელს რუსმა კორესპოდენტმა ვალერი პანიუშკინმა დაწერა სტატია "დიდება უკრაინას! რომელიც ჩემი აზრით ყველაზე ზუსტად გადმოსცემდა მაიდანის ატმოსფეროს, ანუ იმას რაც შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე და მხოლოდ უნდა შეიგრძნო.
"მე სანახევროდ ვგრძნობდი აღფრთოვანებას რევოლუციით და ამავე დროს მწვავე შურს, რომ ყოველივე ამას კიდევ დიდი ხანი ვერ ვნახავდი მოსკოვში. და მე ღმერთს ვევედრებოდი, რომ კიდევ რამდენიმე წლის სიცოცხლე ეჩუქებინა ჩემთვის, იმისათვის რათა მოსკოვში მენახა ის, რასაც მე ახლა კიევში ვხედავდი. აღფრთოვანებული ქალაქი. მომღიმარე, კეთილი და ერთიანი ხალხი და რაც მთავარია - თავისუფალი! თავისუფალი! თავისუფალი! მე ვგრძნობდი შურს და სიამაყეს იმის გამო, რომ ამ მშვიდობიანი და თავისუფალი ხალხის გვერდით ვიდექი და ეს ხალხი მე არ მაგდებდა, მიუხედავად იმისა, რომ მე სწორედ იმ რუსეთიდან ჩამოვედი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჰყოფნის ნაძირლობა გააკეთოს განცხადებები ნატოს გეოპოლიტიკურ პრეტენზიაზე უკრაინაზე".
"სიმართლისთვის უნდა ვთქვა, რომ მე ცოტა მშურს რუსეთის მოქალაქეების. მათ ჯერ კიდევ უნდა იგრძნონ და გადაიტანონ ის, რაც უკრაინამ 2004 წელს გადაიტანა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ მოვლენებს განეკუთვნება უინსტონ ჩერჩილის ფრაზა: "ეს ჩვენი საუკეთესო დრო იყო"...