თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 62 წლის ტარიელ გუდაშვილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გუდაშვილმა მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კეფის არეში ნაჯახის ერთჯერადი დარტყმით სასიკვდილო ჭრილობა მიაყება სევერიან ვაჩაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია ცირა ქოქაშვილი.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულ. გამოძიებას სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით აწარმოებს თბილისის შს მთავარი სამმართველო.