შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1987 წელს დაბადებული სოსო პატარაია. როგორც შს სამინისტრო იუწყება, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით აღნიშნულმა პირმა სოფელ ჩიბათში არარეგისტრირებული სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით კეფის არეში ჭრილობა მიაყენა 1997 წელს დაბადებულ თორნიკე კალანდარიშვილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 116 მუხლის პირველი ნაწილით. საქმეს იძიებს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო.