გამოძიება 14 წლის თორნიკე კალანდარიშვილის გარდაცვალების ფაქტს იძიებს. შემთვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მოხდა. მოზარდი ტყეში მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს, იქვე სანადრიო თოფიც ეგდო.
გამოძიებისთვის ჯერჯეობით დაუდგენელია ვის ეკუთვნის იარაღი. ოჯახის თქმით მოზარდი სანადიროდ პერიოდულად დადიოდა, თუმცა მათთვის უცნობია საიდან ჰქონდა მას სანადირო თოფი. მოზარდს ერთი ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი. შემთხვევას თვითმხილველი არ ყავს.
ჯერჯერობით დაუდგენელია მომხდარი ფაქტი უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა იყო.